"წყალს წაუღია ნებისმიერი მანდატი და პოლიტიკა, თუ ხალხს არ ემსახურება. ხალხს ემსახურება რეანომობილი და დიახ, კარგია. რეანომობილთან დაკავშირებით ამბავი ატეხეთ და სამარცხვინო რაღაცები გააკეთეთ. სავალუტო ფონდთან დაკავშირებითაც ატეხეთ ამბავი - რა შუაშია გადაწყვეტილება [სებ-ის 19 სექტემბრის]... რაც შეეხება ყაველაშვილის დაგინებას, ძალაში არის. რუსულ საქმეს თუ ვინმე აკეთებს, გადასახადებს რომ იხდიდა, ძირითადი ობიექტები რომ ჩააბარეს შენი პარტიის ყოფილმა ბოსებმა, იმიტომაა ეგ. რუსული საქმე იმდენად გააკეთეთ, რომ მაგას ისტორია შეაფასებს. 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს"
მიმართა "ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ხატია დეკანოიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. დეკანოიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან, გიორგი კაკურიძისგან დაინტერესდა, აპირებდა თუ არა მმართველი გუნდი რეანომობილების რაოდენობის გასაზრდელად თანხის გამოყოფას. კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა დეკანოიძის იმ შეფასებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ ხელისუფლებასთან თანხმდება.