პოლონეთს 2036 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა სურს - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გააკეთა.
"პოლონეთის ოლიმპიურ კომიტეტთან, სპორტის მინისტრთან და მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ამბიციები და განზრახვა არის 2036 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა. შემიძლია დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თამაშები პოლონეთში ჩატარდეს“ თქვა დუდამ.
პოლონეთი, ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებისთვის მექსიკასთან, ინდონეზიასთან და თურქეთთან იბრძოლებს.
ცნობისთვის, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მომავალ წელს პარიზში, 2028 წელს ლოს ანჯელესში, ხოლო 2032 წელს ავსტრალიაში ჩატარდება.