"საქართველოს მოსახლეობას გადაგვახია კონსტიტუცია. ამაზე რა თქმა უნდა პასუხი იქნება ადეკვატური და ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ. იძულებულს გავხდით, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია. ამას ქალბატონი პრეზიდენტი ინგლისურად იზამს, ფრანგულად თუ ქართულად, ეს მისი ნებაა".
ამბობს "ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან კომენტარში.