მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა კონტრასტი და მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ - ღარიბაშვილი ფრენაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობს, რომ მან შეგნებულად, მიზანმიმართულად გადაახდევინა ოჯახს მისი და მისი შვილის ამერიკაში სასწავლებლად წასაყვანად დაქირავებული სამთავრობო თვითმფრინავის ხარჯი. 

მისივე თქმით, მას არასოდეს უსარგებლია ბიუჯეტით.

"მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არასოდეს არ მისარგებლია ბიუჯეტით, და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის რაღაც იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემ მგზავრობაში და არც ჩემი ოჯახის წევრების მგზავრობაში. მე შეგნებულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება, ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, რომ ჩვენ არასოდეს ბიუჯეტს არ ვიყენებთ, როგორც პირადი ოჯახის ბიუჯეტს და გვეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ გამეფებული აქ, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოჯახს აქვს შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, რაც გამჭვირვალეა. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, დაელოდონ დეკლარაციას.

ცნობისთვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ პრემიერის მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯები
ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. მისივე თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და 34 ათასი ევროს ეკვივალენტი იყო ლარში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი