"თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ მატარებლით" - ღარიბაშვილი ჟურნალისტს ლაგოდეხი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობაზე დასმულ კითხვაზე

გამოქვეყნდა:

კახეთში ჩასულ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტმა გაახსენა წლების წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მთავრობა განიხილავდა ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას. ჟურნალისტმა ჰკითხა რა ეტაპზეა პროექტი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:

"თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ მატარებლით".

ღარიბაშვილმა 2021 წლის ზაფულში, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის დროს თქვა, რომ ზოგადად, მატარებლის იდეა კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა. ის ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ კახეთში ისეთი პროექტი განხორციელდებოდა, როგორიც კალიფორნიაშია.

"რაც შეეხება მატარებლის გახსნას, ზოგადად, მატარებლის იდეას კახეთში, ძალიან კარგი იდეა იქნებოდა, მაგალითად, როგორიც არის კალიფორნიაში, იგივე რომ განხორციელდეს, მაგალითად კახეთში, ძალიან კარგი იქნებოდა. განხილვადია ეს პროექტი, შეიძლება განვიხილოთ, რკინიგზის ხელმძღვანელობას ჩვენ უკვე დავავალეთ, რომ წარმოდგენა გვქონდეს, რა თანხებზე შეიძლება იყოს ამაზე საუბარი.

წელს თუ არა, შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში გაკეთდეს პროგრამა და დავიწყოთ ამის აღდგენაც. ზოგადად, საუბარია და რამდენიმე კვირის წინ, რკინიგზის წარმომადგენლებთან ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ჩვენ ასევე განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც და სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიცოდეთ, როდის შეიძლება, რომ ამაზე დავიწყოთ მუშაობა. მთელ ამ რეგიონებს ჩავრთავდით და გადაადგილება, რა თქმა უნდა, გახდება ადვილი და კიდევ უფრო გამარტივდება", - თქვა ღარიბაშვილმა 2021 წელს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი