
საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია - ამბობს გენერალი ბრიდლოვი, ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსადალი, ნატო- საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას.
"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, ბრიდლოვი ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტების შესაბამის მომზადებაზე საუბრობს. მისივე თქმით, რომ "საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე", როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება.
მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთის მხრის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორეს მხრის ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს. საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში, მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება" ამბობს გენერალი ბრიდლოვი
გენერალი ფილიპ ბრიდლოვი საქართველო -რუსეთის ომზეც საუბრობს და ამბობს : "რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ დიდმა სამხედრო ძალამ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი გადაკვეთა, პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და დღემდე იქ რჩება. ამ ფაქტების უარყოფა შუძლებელია."