"რუსეთის თავისუფლების" ლეგიონი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ - მიმდინარეობს ბრძოლები

გამოქვეყნდა:

"რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსეთში, ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

სამხედროების ოფიციალური Telergam არხი მიუთითებს, რომ ამჟამად მათი ჯგუფები ბელგოროდის რეგიონში მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს შორის დაჭრილები და დაღუპულები არ არიან.

"ვაგრძელებთ ჩვენი სახლის გაწმენდას პუტინის სიბინძურისგან. მიმდინარეობს ბრძოლა, ყველა დეტალს შეგატყობინებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:40 საათზე, ბელგოროდის რაიონის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები და უსაფრთხოების სხვა ძალები "სადემარკაციო ხაზზე იბრძვიან".

"რამდენიმე წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტაროსელიესა და ტერებრენოს დასახლებების მიდამოებში DRG ამოქმედდა", - ნათქვამია შეტყობინებაში.

აღნიშნულია, რომ სოფელ სტაროსელიეს მაცხოვრებლები გასულ შემოდგომაზე გადაასახლეს და ახლა იქ არავინ ცხოვრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი