
მოსკოვი კიდევ ერთხელ ასაჯაროებს ურთიერთობას "ქართულ ოცნებასთან". საქართველოს მთავრობა ასაიდუმლოებდა, მაგრამ კრემლი ყველაფერზე ღიად ალაპარაკდა. მოსკოვის მთავარი დიპლომატი საერთაშორისო მასშტაბის ტრიბუნიდან ამბობს, რომ თანამშრომლობს "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან. სერგეი ლავროვი, ყოველგვარი დიპლომატიის და პოლიტიკური სპეკულაციის გარეშე, პირდაპირი ტექსტით აცხადებს, რომ რუსეთი მოელაპარაკა ღარიბაშვილის მთავრობას, აღადგინა პირდაპირი ავიარეისები და გააუქმა სავიზო რეჟიმი.
ოკუპანტი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან "ქართული ოცნების" თანამშრომლობა უკვე აღარავის უკვირს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი აკეთებს ყველაფერს კრემლთან ურთიერთობის აღდგენისთვის და ამას ეკონომიკური სარგებლით ამართლებს. თუმცა, ყოველ ჯერზე, როდესაც თავად მოსკოვი ან ქართული მედია ამხელს "ქართულ ოცნებას", მმართველი პარტია უარყოფების სერიას იწყებს და ცდილობს დამალოს საკუთრი თანამშრომლობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან.
ავტორი: ზურიკო პეტროსიანი