საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, პრემიერმინისტრი პრეზიდენტს ესხმის თავს. მმართველი გუნდის ბრალდებების გასამყარებლად ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა და სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟსა და ეროვნული ინტერესების დაზიანებაში დაადანაშაულა.
"ოცნების" პრემიერი არ აღიარებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უკიდურესად აზარალებს ევრო-პერსპექტივას, მაშინ როდესაც რეალობა მკვეთრად განსხვავებულია. ოპოზიცია ხაზგასმით აცხადებს, რომ სახლემწიფოს მეთაურის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური კამპანია "ოცნების" კარგად გათვლილი პოლიტიკური სვლაა სწორედ ქვეყნის ევროპული ინტერესების დასაზიანებლად.