პრემიერმინისტრის საეჭვოდ გამდიდრებული ოჯახი | რას მალავს ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ამერიკული ჩარტერის გამო ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ისევ თავის მართლების რეჟიმში იყო. პრემიერმინისტრმა რამდენიმე წუთი დაუთმო იმის ახსნას, თუ როგორ შეძლო სამთავრობო ბორტის დაქირავება შვილის სასწავლებლად გასაგზავნად. მთავარი არგუმენტი მთავრობის მეთაურისთვის აღმოჩნდა ის, რომ თურმე მისი ოჯახი ღარიბი არასდროს ყოფილა და ჩარტერის ხარჯები ოჯახმა, ოფიციალური ვერსიით, ტარიელ ღარიბაშვილმა აანაზღურა.

მაგრამ ეს ვერსია სრულიად ეწინააღმდეგება დოკუმენტებს და ცნობილ ფაქტებს ღარიბაშვილების ოჯახის შემოსავლების შესახებ. წარსულ დეკლარაციებშიც და ჩარტერის სკანდალის შემთხვევაშიც პრემიერმინისტრის ფინანსური მაშველი რგოლის როლს ყოველთვის მისი მშობლები ასრულებდნენ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი