ნიდერლანდებში საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად 3 პირი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდებში, როტერდამში, საუნივერსიტეტო კლინიკასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად 3 პირი დაიღუპა, მათ შორის 14 წლის გოგო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედია წერს, რომ სახლში სროლას 39 წლის ქალი ემსხვერპლა, მისი 14 წლის შვილი კი მძიმედ დაშავდა, თუმცა, მოგვიანებით ის გარდაიცვალა. კლინიკაში სროლისას კი 46 წლის ქალი დაიღუპა. 

ადგილობრივმა პოლიციამ 32 წლის თავდამსხმელი უკვე დააკავა - ცნობილია, რომ მას ჯიბეში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა, რის გამოც სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი