
28 სექტემბერს რუსებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 3 ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, ავრცელებს.
ხერსონის ოლქის პროკურატურის ცნობით კი, რუსული ძალები თავს დაესხნენ საცხოვრებელ უბანს, სადაც დაზარალებულები ქუჩაში იდგნენ. უწყება ამბობს, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა.