ამერიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ელიოტ ენგელისი და რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკლ მაკკოლსი ბელორუსში მიმდინარე მოველენბთან დაკვშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ კრემლი ცდილობს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შელახოს.
კონგრესმენები გმობენ პუტინის შეთავაზებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელორუსში რუსულ სამხედრო ძალებს გაგზავნის, იმ ფონზე, როცა მეორე კვირაა მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელორუს ხალხს, რომლებიც იყენებენ თავიანთ უფლებას, გამართონ პროტესტი და მოითხოვონ უფრო თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. მათი ხმა უნდა შეისმინონ. ამასთან, კრემლი ცდილობს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შელახოს, ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უგნურ შეთავაზებას - ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმისათვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ. ჩვენ ვთხოვთ ადმინისტრაციას გააგრძელოს მოსკოვის აგრესიის დაგმობა და იმუშაოს ჩვენს ევროპულ მოკავშირეებთან, რომ ხელი შეუწყოს ბელორუს ხალხს, მოითხოვონ ათასობით დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტისა და პოლიტპატიმრის განთავისუფლება, დაგმონ ხელისუფლების მხრიდან ძალადობა და დაიცვან ბელორუსის სუვერენული უფლება, შემქნას საკუთარი მომავალი, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
16 აგვისტოს მინსკში მრავალათასიანი აქცია გაიმართა, რომელსაც ლუკაშენკომ კონტრაქცია დაუპირისპირა. ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზადაა მშვიდობიან გამოსვლებს სათავეში ჩაუდგეს და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვოს.
ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა და მოლაპარაკებები რუსეთთან დაიწყო. კრემლმა მზადყოფნა გამოხატა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელორუსს "დაეხმაროს".
ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.