დაძაბვისთვის, ექშენი გაუკეთეთ და თქვით 10 000-იანი ჯგუფი - კალაძე "ფარცხალაძის გვარდიაზე" დასმულ კითხვაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ირონიით პასუხობს კითხვას "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიამ თქვა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძე აკონტროლებს 4 000 ადამიანს თბილისში. მისივე თქმით, ესენი არიან კრიმინალები, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს წინასაარჩევნოდ.

"დაძაბვისთვის, რომ დაძაბოთ უფრო, ჩემი რჩევა იქნება 10 000-იანი თქვით, 4 000-იანი ძალიან ცოტაა, ცოტა უფრო დაძაბეთ, ექშენი გაუკეთეთ და თქვით 10 000" - თქვა კახი კალაძემ.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით.

19 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. მუხლი დაკონკრეტებული არ ყოფილა. 22 სექტემბერს სუს-მა დაადასტურა, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის გამოკითხეს, თუმცა უცნობია როდის და რა კითხვები ჰქონდათ ფარცხალაძესთან უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი