ე.წ. პანდას დიპლომატია: ჩინეთმა აშშ-ის ზოოპარკებიდან პანდები გამოითხოვა

გამოქვეყნდა:

ჩინეთმა, ე.წ. პანდას დიპლომატიის ფარგლებში, აშშ-ისთვის გადაცემული პანდები, გამოითხოვა. მათი პეკინში დაბრუნება 7 დეკემბრისთვის იგეგმება. 

ვაშინგტონის ზოოპარკიდან ჩინეთში 3 პანდის დაბრუნების შემდეგ, აშშ-ში მხოლოდ 4 პანდა დარჩება, რომლებსაც ჩინეთი 2024 წლისთვის გამოითხოვს. 

ანალიტიკოსების თქმით, თუ ჩინეთი და აშშ შეთანხმებებს არ განაახლებენ, ამერიკაში არცერთი გიგანტური პანდა აღარ დარჩება, რაც 1972 წლიდან დღემდე არ მომხდარა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე უარყოფს პოლიტიკურ თამაშს, ჩინეთი დიდი ხანია იყენებს "პანდა დიპლომატიას" კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მეგობრების დასაჯილდოებლად და მოწინააღმდეგეების დასასჯელად. ამერიკისთვის პანდების პოტენციური დაკარგვა ხდება იმ მომენტში, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის კავშირები ისტორიულ მინიმუმზეა, თანამშრომლობის უმეტესი გზები შეწყვეტილია.

"რაღაც მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ შეერთებულ შტატებში ყველა პანდა მომავალ წელს ჩინეთში დაბრუნდება. მათ აქვთ გეგმა. მათ იციან, რასაც აკეთებენ", - თქვა ელენა სონგსტერმა, კალიფორნიის წმინდა მერის კოლეჯის პროფესორმა და წიგნის "პანდას ერის" ავტორმა, ჩინეთის პანდას პოლიტიკის შესახებ.

აშშ დაჯილდოვდა თავისი პირველი პანდებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა 1972 წელს ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინა. მას შემდეგ იყო მრავალი სხვა ქვეყანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი