რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი სოხუმის პორტში შევიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა. გემი ადგილზე ჩავიდა 29 სექტემბერს, რომ მონაწილეობა მიიღოს "აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი" გასამართ ღონისძიებებში.

სააგენტო "აფსნიპრესი" წერს, რომ პორტში რუს მეზღვაურებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წევრები, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დე ფაქტო მინისტრის ხელმძღვანელობით და ე.წ. პარლამენტის "დეპუტატები" დახვდნენ.

სოხუმში ყოფნის პერიოდში მოქალაქეებს გემის დათვალიერება შეეძლებათ. სააგენტო წერს, რომ "ციკლონი" სოხუმში 1 ოქტომბრამდე დარჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი