
ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან. განახლებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირებში ასობით მებრძოლმა დაიწყო უკრაინაში განლაგება.
"გადანაწილებული პერსონალის ზუსტი სტატუსი გაურკვეველია, მაგრამ სავარაუდოა, რომ პირები გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ძალების ნაწილებში და სხვა დაჯგუფებებში", - წერია დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ რამდენიმე ცნობის მიხედვით, "ვაგნერელები" კონცენტრირდებიან დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში. დაზვერვა ვარაუდობს, რომ ფრონტის ხაზის ამ სექტორში მათი გამოცდილება რუსეთს გამოადგება, რადგან ბევრი მათგანი იცნობს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს და ადგილობრივ უკრაინულ ტაქტიკას.
ცნობისთვის, "ვაგნერის" მებრძოლებმა უკრაინა ივნისის დასაწყისში დატოვეს.