
შვეიცარიის მთავრობა უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის დაახლოებით 110 მილიონ დოლარს (100 მილიონი შვეიცარიული ფრანკს) გამოუყოფს.
"სულ 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გამოიყოფა ჰუმანიტარული განაღმვისთვის 2024-დან 2027 წლამდე, თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტისა, და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მიერ" - წერია გავრცელებულ პრესრელიზში.
შვეიცარია უკვე მონაწილეობს უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვის ღონისძიებებში. დამატებითი პაკეტის წყალობით ეს სამუშაოები კიდევ უფრო გაძლიერდება.