რატომ გააუქმა თეა წულუკიანმა კონსერვატორიაში, 10 ოქტომბერს დაგეგმილი რექტორის არჩევნები, შეცვლის თუ არა მინისტრი გადაწყვეტილებას - ეს სავარაუდოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც კულტურის სამინისტროში შეხვედრა დასრულდება, რომელიც უკვე თითქმის 2 საათია მიმდინარეობს.
კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრებს წულუკიანის მოადგილეები და უწყების იურისტები ხვდებიან. ხელოვანები მინისტრის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არჩევნებს სამართლებრივი ხარვეზები არ ექნება და კანონის რული დავით ჩატარდება.
შეხვედრის დაწყებამდე ხელოვანებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, ოფიციალურ განცხადებას კონსერვატორია გაავრცელებს.
შეხვედრას დისტანციურად ერთვება კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება.