“ახალგაზრდები ლაზარესთვის” – პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

“ახალგაზრდები ლაზარესთვის” –  21 წლის ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან 19 საათზე აქცია დაიწყება. ლაზარეს თანატოლები მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, დაკავებულ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობის ვადა წლის ბოლომდე ეწურებოდა და სასამართლო, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, იძულებული გახდებოდა ის გაეთავისუფლებინა. ლაზარე გრიგორიადისს 25 სექტემბერს ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა ოჯახური კონფლიქტის საქმეზე მიუსაჯეს.

ასევე, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი