“ახალგაზრდები ლაზარესთვის” – პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

“ახალგაზრდები ლაზარესთვის” – პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ანტირუსული აქციების მონაწილე ახალგაზრდას თანატოლები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

ლაზარე გრიგორიადისი უკვე 6 თვეა პატიმრობაშია. მას წინასწარი პატიმრობის ვადა წლის ბოლომდე ეწურებოდა და სასამართლო, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, იძულებული გახდებოდა ის გაეთავისუფლებინა. ლაზარე გრიგორიადისს 25 სექტემბერს ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა ოჯახური კონფლიქტის საქმეზე მიუსაჯეს.

შსს-ს მტკიცებით, ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აქციის მონაწილეები ათონელის რეზიდენციის ტერიტორიიდან, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი