"ოთარის არმია" - ხელისუფლების დასაყრდენი 2024 წლის არჩევნებზე და ფარცხალაძის იმუნიტეტის მიზეზი

გამოქვეყნდა:

რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი დასაყრდენია 2024 წლის არჩევნებზე. "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სახელისუფლებო პარტია აქცენტს ამ შემთხვევაშიც ტერორზე, ამომრჩევლის დაშინებასა და ძალადობაზე გააკეთებს და გადამწყვეტ არჩევნებზე კრიმინალების მაკონტროლებელ ყოფილ პროკურორს და მის დაჯგუფებას საკვანძო როლი ეკისრება.

სწორედ მოახლოებული საარჩევნო პროცესია ოთარ ფარცხალაძის იმუნიტეტის მიზეზი. ნაცვლად იმისა, რომ უმძიმეს დანაშაულში მხილებული ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობდეს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი კოორდინირებულად მოქმედებს ფარცხალაძის დასაცავად. 

ნიკა გვარამიას ხმაურიანი განცხადების საპასუხოდ მმართველი გუნდის ლიდერები  დღეს ისევ ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას რომ ოცნების რუხ კარდინალს არც პოლიტიკასთან და არც საარჩევნო კამპანიასთან კავშირი არ აქვს
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი