განაცხადი გაკეთებულია - პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლებული "მთავარი არხის" დამფუძნებელი პოლიტიკაში ბრუნდება. ვისთან და რა ფორმით ჩაერთვება 2024 წლის არჩევნებში ნიკა გვარამია, საბოლოო კონტურები ჯერ ჯერობით გამოკვეთილი არ არის, თუმცა მიზანი გაცხადებულია- მთავარი ამოცანა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟია.
ამ ეტაპზე ნიკა გვარამია კონსულტაციებს მართავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან. რამდენიმე თვეში საბოლოოდ უნდა გახდეს ცნობილი, რა ფორმით დაიკავებს ადგილს ქართლ პოლიტიკაში ნიკა გვარამია.