ლას-ვეგასის პოლიციამ დაახლოებით 30 წლის წინ, რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობასთან კავშირში მყოფი პირი დააკავა. როგორც BBC წერს, კაცი 29 სექტემბერს დააკავეს, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად რას ედავებიან მას.
სამართალდამცავებს სასამართლოს მიერ საბრალდებო აქტის გამოცხადებამდე, მომხდარის დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვთ.
ჰიპ-ჰოპის ლეგენდა ლას-ვეგასში 1996 წელს მოკლეს. 4 სექტემბერს მას ოთხჯერ ესროლეს და 25 წლის ასაკში, 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია.