აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას - ერმაკი

გამოქვეყნდა:

აშშ და უკრაინა შეიმუშავებენ იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა. მისი თქმით, პირველ რიგში საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე.

„არსებობს ძალიან ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაც ძალიან, ძალიან მალე დაიწყება. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენთან ჩამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც შეიმუშავებენ კონკრეტულ გეგმას საკუთარი იარაღის წარმოებისთვის.

უკრაინაში იქნება ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა, უკრაინაში იარაღის წარმოების ერთობლივი გეგმების შემუშავების მიზნით", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი