პუტინმა საშემოდგომო გაწვევას ხელი მოაწერა - ჯარში 130 000 მოქალაქეს წაიყვანენ

გამოქვეყნდა:

რუსეთში 1 -ელი ოქტომბრიდან ჯარში საშემოდგომო გაწვევა იწყება. შესაბამის ბრძანებას ხელი პუტინმა მოაწერა. ბრძანების მიხედვით, გაწვევა დეკემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო სამსახურში კი 130 000 ადამიანს გაიწვევენ. 

„2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, განხორციელდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეთა გაწვევა სამხედრო სამსახურში, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან ფედერალურ კანონს „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, 130 ათასი ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია განკარგულებაში.

რუსეთში სამხედრო გაწვევა ტრადიციულაწელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი