შაქარაშვილის საქმეზე დღეს დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს, 18 აგვისტოს დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება. მცხეთის სასამართლოში 6 არასრწულოვნის პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. 

არასრულწლოვანთაგან ორს ბრალი დაუმძიმდა, თუმცა დღეს პროცესზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებაზე იმსჯელებენ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

არსებითად რამე გარემოება რომ შეიცვალოს ამის მოლოდინი არ გვაქვს შექმინილი ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ თუ რამე ახალი გარემოება იქნება აღმოჩენილი ყველაფერზე ყურადღებას გავამახვილებთ, - თქვა არასრულწლოვან ნ.ც-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძე

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ჯამში საქმეზე დაკავებული 17 პირია, რომელებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი