
სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 30 "შაჰიდი" გაანადგურეს. მათი თქმით, დრონები, ძირითადად, სამხრეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული.
"ჩვენს პასუხისმგებლობის ზონაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 30 თავდასხმის დრონი:
- 20 – ვინიცის ოლქში,
- 6 – ოდესაში,
- 4 - მიკოლაევის ოლქში," - ნათქვამია მათ განცხადებაში.
სამხრეთ თავდაცვის ძალებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვინიცის ოლქის ერთ-ერთ თემში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმის გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
"ცეცხლის გავრცელებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ ჩაატარა ევაკუაციისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები. თუმცა, ხანძრის ლოკალიზაციისთვის მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდა საჭირო," - ამბობენ თავდაცვის ძალები.