ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერთან 44 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს დამპყრობლებს შორის 44 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით. შეტევითი ოპერაციებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. უკრაინელები ეტაპობრივად ათავისუფლებენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

მათივე თქმით, რუსეთმა 6 სარაკეტო,  56 საჰაერო დარტყმა და 40 შეტევა განახორციელა, როგორც უკრაინის ჯარების პოზიციებზე, ასევე, სამოქალაქო ობიექტებზე. ამასთან, გასულ ღამეს ოკუპანტები უკრაინას "შაჰიდის" ტიპის დრონებითაც უტევდნენ. საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო 100-ზე მეტი დასახლება.

როგორც უწყება ამბობს, ავიადარტყმები განხორციელდა ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი