"ქართული ოცნება" შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების ამოქმედებას გეგმავს.

მმართველი გუნდის დეპუტატების ინიციატივით მომზადდა "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ ის:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება;
  • ამასთან, ახალი კანონპროექტის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა შესაძლოა იმ შემთხვევაშიც აეკრძალოთ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ახალი ნორმების დარღვევა გამოიწევს "სამართალდარღვევის საგნის" კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან "სამართალდარღვევის საგნის" კონფისკაციასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ "დამრღვევი" ორგანიზატორი იქნება, მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და მისი დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ინიციატორები ამტკიცებენ, რომ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თითქოსდა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული პირები დესტაბილიზაციისა და ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას გეგმავენ.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან:

  • ანრი ოხანაშვილი;
  • ირაკლი ბერაია;
  • გივი მიქანაძე;
  • რატი იონათამიშვილი;
  • ირაკლი შატაკიშვილი;
  • თენგიზ შარმანაშვილი;
  • ალექსანდრე ტაბატაძე.

​ისინი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას ითხოვენ. პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი