
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრს, მარტინ სკლენარის, შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკიმ სკლენართან განიხილა ფრონტზე არსებული ვითარება, უკრაინის თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები, ჰუმანიტარული საკითხები და უკრაინასა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობა.
"მადლობას ვუხდი სლოვაკეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, სლოვაკეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის შედეგი შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს ქვეყნის სამომავლო კურსზე ევროკავშირთან ურთიერთობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის.