გორის სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თავით მაკარაძემ, მამის მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის სანდრო ინაური, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ მძიმე კატეგორიის დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა. 

პროკურორის თქმითვე, რადგან საქმე ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არსებობს ბრალდებულის მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. 

დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისფულება მოითხოვა, რაზეც მოსამართლისაგან უარი მიიღო. 

თავად ბრალდებულმა სხდომაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა. წინა სასამართლო სხდომა 20 ნომებრს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გორის სოფელ ქორდში 28 წლის შვილმა სანადირო თოფით 67 წლის მამა მოკლა, შემდეგ კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა და რამდენიმე დღე მალავდა. მკვლელობა სამშაბათს, 26 სექტემბერს, მოხდა.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი