ფონიჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები მთავრობას ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შურისძიებით იმუქრებიან.
ოჯახების თქმით, დაკავებული მძღოლი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. იგი ქვეითად მოსიარულე 7 პირს დაეჯახა, რომელთაგან 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ მძღოლს დაზარალებულების განსაცდელში მიტოვებასა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 15 აგვისტოს, გვიან ღამით მოხდა.