იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 177 მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის, ეკიპაჟის 27 წევრი. უცხოური მედიის ცნობით, მიგრანტების ბორანს ცეცხლი გაუჩნდა.
ისინი იტალიის კუნძულ ლამპედუზადან სიცილიაზე გადასვლას ცდილობდნენ. მაშველებმა მგზავრები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.