
უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 220-ზე მეტი ბიბლიოთეკა გაანადგურა, დაზიანებულია 400-ზე მეტი.
"თუმცა, ოკუპანტები ვერ გაანადგურებენ ჩვენს იდენტობას. ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ, აღვადგენთ წიგნების ფონდებს და ამის სანაცვლოდ რუსეთი სასამართლოებში პასუხს აგებს თავის დანაშაულებზე", - თქვა ლუბინეცმა
მისივე ინფორმაციით, განადგურებულია 200 მილიონი წიგნი.