ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, თანხის მითვისება, გაფლანგვა, შრომის კანონმდებლობის დარღვევა, დევნა, დაშინება – გორის მუნიციპალიტეტის მერია დანაშაულშია მხილებული.
უკვე არსებობს დოკუმენტი, რომელიც "მოზაიკამ" მოამზადა და სადაც მოჭიდავე მერის უწყების გადაცდომებზე დეტალურადაა საუბარი.
კანონდარღვევის ნიშნები ჩანს მერიის საკადრო პოლიტიკაში, მუნიციპალური ქონების მართვაში, ბიუჯეტის ხარჯვაში, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების განსაზღვრასა და შესყიდვებშიც.
კონკრეტული ფაქტების შესახებ საგამოძიებო უწყებებს უკვე ეცნობა, თუმცა მტკიცებულებების მიუხედავად არავინ რეაგირებს.