კარვების შიში - ხელისუფლება დაჩქარებული წესით, ახალ შეზღუდვებს აკანონებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს ახალ შეზღუდვებს უწესებს. უმრავლესობის იმ დეპუტატებმა, რომლებიც მმართველი გუნდისთვის სასარგებლო, ყველა მსგავსი კანონპროექტების ავტორები არიან, ახლა ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ'' კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადეს. კანონპროექტის მიხედვით იკრძალება დროებით კონსტრუქციების მოწყობა. კანონის დარღვევა კი ითვალისწინებს საგნის კონფისკაციას, ფულად დაჯარიმებას ან პატიმრობას. ამ ცვლილებების მიზეზი კი როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებაა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გარკვეული ჯგუფები "დესტაბილიზაციას და კარვების ქალაქის მოწყობას გეგმავენ." 

კანონპროექტის მიღებას მმართველი გუნდი დაჩქარებულად ცდილობს. დოკუმენტი ბიუროს უკვე ორშაბათს წარედგინება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი