30 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 14 დარტყმა მიიტანეს ოკუპანტების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტენქიკის კონცენტრაციის ადგილებზე, 8 იერიში განხორციელდა რუსეთის ჯარების საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ექვსი საზენიტო სარაკეტო სისტემა და მტრის ცხრა საარტილერიო ნაწილი.
ამავდროულად, 30 სექტემბერს, რუსულმა ჯარებმა 8 სარაკეტო და 71 საჰაერო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
"სამწუხაროდ, რუსული ტერაქტების შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. განადგურდა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.