უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 1 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 440 სამხედრო, 7 ჯავშანტექნიკა და 11 ტანკი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 278 570;
- ტანკი - 4 702;
- ჯავშანტექნიკა - 8 991;
- საარტილერიო სისტემა - 6 477;
- სარაკეტო სისტემა - 798;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 537;
- თვითმფრინავები - 315;
- ვერტმფრენი - 316;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 5 043;
- საკრუიზო რაკეტები - 1 529;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 883;
- გემი/ნავი/კატარღა - 20
- წყალქვეშა ნავი - 1
- სპეციალური აღჭურვილობა - 933.