რუსებმა ჩერკასის ოლქში მდებარე მარცვლეულის საწყობებს დრონებით შეუტიეს - დაშავდა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს მტერმა ჩერკასის ოლქს დრონებით შეუტია - დარტყმები იყო ქალაქ უმანში მდებარე საწყობებზე, სადაც მარცვლეული ინახებოდა.

როგორც ჩერკასის ოლქის ხელმძღვანელი, იგორ ტაბურეტსი ამბობს, თავდასხმის შედეგად მარცვლეულის საწყობში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით კი, ხანძრის ჩაქრობაში 11 ერთეული ტექნიკა და 52 მაშველი მონაწილეობდა. მათ 3 000 კვ.მ. ფართობზე გავრცელებული ხანძარი ჩააქრეს. 

ამას გარდა, დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს კრივი-რიჰში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი