გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გამოაცხადა.
საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნებიდან" კენჭს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო იყრის, ამავე ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთია: