თურქეთში, ანკარას ცენტრში აფეთქება მოხდა - მედია

გამოქვეყნდა:

CNN Turk-ის ცნობით, თურქეთში, ანკარას ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება კიზილაის რაიონში დაფიქსირდა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და მედიკოსები. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. 

თურქეთის შს მინისტრმა მომხდარს "ტერაქტის მცდელობა" უწოდა. მისივე ინფორმაციით, ერთმა ტერორისტმა თავი ადგილზე აიფეთქა, მეორე კი პოლიციის მიერაა განეიტრალებული.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი