11 წელი "ქართული ოცნების" მმართველობიდან და შეუსრულებელი დაპირებების ნუსხა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პარტიამ გადაიბარა.
ოლიგარქის მიერ გაცემული დაპირებებიდან მთავარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო - 100 ქარხანა, უფასო ფული, განახევრებული ტარიფები. "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წლისთავზე ისევ შეუსრულებელია დაპირებები სამართლიანობის აღდგენის, სასამართლო რეფორმის, ადამიანის უფლებებისა და მედიის დაცვის შესახებ.
ყველაზე მთავარი საკითხი კი, რომლის დაზიანებაც ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაა. ოკუპანტ ქვეყანასთან გაღრმავებული კავშირები და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა "ოცნების" პოლიტიკის ხაზად იქცა.
საქართველოს მოქალაქეები "მთავარ არხთან" "ოცნების" 11 წელს აფასებენ და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ.
"საწყალი ხალხი დარჩა ისევ საწყლად. რასაც შეგვპირდა ივანიშვილი, წყალმა წაიღო ის ყველაფერი. გაყოლია თვითონაც..მეტს ვერაფერს ვიტყვი..." - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ასევე ნახეთ: