გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ოჯახის 4 წევრი დაშავდა: 40 წლის კაცი, მისი 36 წლის მეუღლე, 16 წლის ვაჟი და 57 წლის ბებია. ისინი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ დრუჟკივის თემს S-300 ტიპის რაკეტით დაარტყა. დარტყმის შედეგად დაზიანდა 15 კერძო საცხოვრებელი და კომერციული შენობა.
უწყების თქმით, აღნიშნულ ფაქტზე წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.