ესპანეთში, ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია 4 პირი

გამოქვეყნდა:

ესპანეთის ქალაქ მურსიაში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 4 პირი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით დილის შვიდ საათზე, ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩნდა, შემდეგ კი სხვა კლუბებშიც გავრცელდა. 

მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამსახურები რამდენიმე ადამიანს ეძებენ, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი