"არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან" - საია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს გორსა და კასპში აკვირდება.

საიას თქმით, არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც მანკიერი პრაქტიკაა.

"ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონულად ჩატარდება, საიას სადამკვირვებლო მისიის მიზანია, გამოავლინოს ის ხარვეზები, რომელმაც შესაძლოა არჩევნების გამართულად ჩატარებაზე იქონიოს გავლენა.

საგულისხმოა, რომ არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც საიას პოზიციით, მანკიერი პრაქტიკაა," - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. 

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია და მასში არ მონაწილეობს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი