დედამიწას პოტენციურად საშიში, 671-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება

გამოქვეყნდა:

NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის (JPL) ცნობით, დედამიწას პოტენციურად საშიში, 671-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდება. დედამიწამდე მანძილი დაახლოებით 6,3 მილიონი კმ-ია, ასტეროიდის სიჩქარე კი საათში 75 456 კმ-ია. 

ასტეროიდი 349507 (2008 QY) დედამიწასთან სამშაბათს, 3 ოქტომბერს  გაივლის.

აღსანიშნავია, რომ თუ ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება 7,4 მილიონ კმ-ზე უფრო ახლოს და მისი ზომა 150 მ-ზე მეტია, მაშინ NASA მას "პოტენციურად საშიშ ობიექტად" მიიჩნევს - შესაბამისად, იმის გამო, რომ ეს ასტეროიდი აკმაყოფილებს ორივე კრიტერიუმს ერთდროულად, ის "პოტენციურად საშიშ" ასტეროიდად ითვლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი