ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს

გამოქვეყნდა:

ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა მაგნუს საარმა განაცხადა, რომ ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს. 

გარდა ამისა, HIMARS-ის სარაკეტო გამშვებ სისტემებთან ერთად, ესტონეთი ყიდულობს ATACMS (M-57) შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.

"ჩვენი შეკვეთა მოიცავს, კერძოდ, უახლესი M-57 საბრძოლო მასალის, მათი ფრენის დიაპაზონი 300 კილომეტრია", - განაცხადა საარმა.

ცნობისთვის, ესტონეთმა და შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის დეკემბერში გააფორმეს კონტრაქტი HIMARS-ის სარაკეტო გამშვები სისტემისთვის გამშვები საშუალებების, რაკეტების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებაზე. სწორედ ამ შეთანხმების ნაწილი იყო ATACMS ტაქტიკური რაკეტები. არსებული ინფორმაციით, შეიარაღების მიწოდება 2025 წელს უნდა მოხდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი