ვინ ეხმარება რუსეთის მოკავშირეებს | ფარცხალაძის როლი სანქციებისთვის თავის არიდებაში

გამოქვეყნდა:

ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში? და რა როლი აქვს ამ ყველაფერში ოთარ ფარცხალაძეს? გასაგებია, რომ ამ მიმართულებით დასავლეთში ინტენსიური გამოძიება მიდის, და გასაგებია ისიც, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ უკვე იმდენი სამხილი დაგროვდა, რომ სახაზინო დეპარტამენტს უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ ფარცხალაძე სანქციების სიაში შეეყვანა.

თუმცა, სავარაუდოა, რომ ფარცხალაძის თანამშრომლობა რუსულ ეფ-ეს-ბესთან ძალიან ბევრ წელსა და საქმეს ითვლის. ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ მისი მთავარი პროკურორობის დროს დაიწყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეკერვა მთავარმა საგამოძიებო უწყებამ. მათ შორის, მესამე პრეზიდენტის საქმეებიც, რომელიც 2 წელია "ოცნების" რეჟიმის პატიმარია. და ასე შემდეგ.

მეტიც - მთელი ამ წლების განმავლობაში სავარაუდოა, რომ ფარცხალაძე აქტიურად ეხმარებოდა რუსეთის სამხედრო მოკავშირეებს ფულის გათეთრებსა თუ დასავლური სანქციებისთვის თავის დაღწევაში. და ამისთვის იყენებდა საქართველოს ტერიტორიას, მის რეპუტაციას და თუ გნებავთ, მომავალსაც კი. მაგალითად, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებებით ჯერ კიდევ წლების წინ დავადგინეთ, რომ ირანული სანქცირებული კომპანიები საქართველოს იყენებდნენ საეჭვო საქმიანობისთვის, დასასვლური სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ნავთობის არალეგალური ექსპორტისთვის და ირანის სამხედრო ატომური პროგრამის დასაფინანსებლად.

ირანის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი სხვათა შორის ერთადერთია, რომელიც გაცხადებულად ეხმარება იარაღით კრემლის რეჟიმს. თუმცა, უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, სქემა საქართველოში არავის გამოუძიებია. ახლა, როცა წლების შემდეგ ეს წრეც ფარცხალაძის გარემოცვის გარშემო შეიკრა, გასაგები ხდება რატომაც. და გასაგები ხდება ისიც, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არათუ გამოძიება არ დასრულდება რაიმე შედეგით, არამედ პირიქთ - ყოფილი მთავარი პროკრური ისეთივე წარმატებით გააგრძელებს რუსეთიდან მიღებული დავალებების შესრულებას, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი