სიმონიანის თქმით, სოჭში დრონი მის მშობლიურ სახლთან ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ სოჭში დრონი მის მშობლიურ სახლთან ჩამოვარდა. ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა. 

"წუხელ დამრტყმელი დრონი ჩამოვარდა ადლერში ჩვენი ოჯახის სახლის წინ, სადაც მე და დედაჩემი გავიზარდეთ. იქ ჩემი ნათესავები ჯერ კიდევ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ...

სამიზნეები სულ უფრო შორ მანძილზეა, ფსონები იზრდება, ბირთვული ულტიმატუმი ალტერნატივის გარეშეა", - დაწერა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი